"მილანი" ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერს დათანხმდა !

29-06-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "მილანი" მზადაა მისი გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა დათმოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის მეკარეს "სან სიროს" კარი იმ შემთხვევაში ექნება ღია, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე გუნდი, 50 მილიონ ევროს გაიმეტებს.

ცნობების მიხედვით, ახლა ყველაფერი ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელსა და მისი სერია ა-ში დარჩენის სურვილზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ დონარუმას გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით