ლიპი: "დე ლიგტის მსგავსი მის ასაკში არცერთი ლეგენდა არ ყოფილა"

29-06-2019, 13:19

ჩინეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა მარჩელო ლიპიმ  მედიის წარმომადგენლებთან "აიაქსის" ცენტრალურ მცველის მატიას დე ლიგტტის შესახებ ისაუბრა.

"მჯერა, რომ დე ლიგტი "იუვენტუსისთვის" იდეალური შენაძენი იქნება".

"ვფიქრობ, ის ფიზიკურად ძლიერი და ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი გოლის გატანაც შეუძლია".

"შედარებები არ არის საჭირო, თუმცა ძალიან ბევრი ტოპ კლასის ცენტრალური მცველი ყოფილა მსოფლიო ფეხბურთში - მალდინი, ნესტა, კანავარო, მატერაცი და სხვა, თუმცა 19 წლის ასაკში დე ლიგტის მსგავსი ცენტრალური მცველი არ მინახავს", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით