ბონუჩი "იუვენტუსს" კიდევ ერთხელ დატოვებს?

29-06-2019, 13:46

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცმა La Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ტურინის "იუვენტუსისა" და ლეონარდო ბონუჩის გზები შესაძლოა კიდევ ერთხელ გაიყაროს.

წყაროს ცნობით, იტალიელი მცველის გადაბირებას "პარი სენ-ჟერმენი" ცდილობს/

პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო ტრანსფერის ინიციატორია და ფეხბურთელის აგენტ ალესანდრო ლუჩის უკვე შეხვდა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი "იუვენტუსში" 2010 წელს გადავიდა, ხოლო 2017 წელს "მილანში" აღმოჩნდა. თუმცა, ტურინელებს ერთი წლის წინ დაუბრუნდა.

გასულ სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა 41 თამაშში 3 გოლის გატანა შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით