ოფიციალურად: ვან-ბისაკა "მანჩესტერის" ფეხბურთელია

29-06-2019, 15:39

მანჩესტერ "იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა მორიგი ტრანსფერი დაადასტურა.

"კრისტალ პალასის" აწ უკვე ყოფილი მცველი, აარონ ვან-ბისაკა კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს.

21 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 5+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანჩესტერელებმა მის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადეს, რითაც კლუბის მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბისაკა "კრისტალ პალასის" ღირსებას 2017 წლიდან იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით