იოვიჩი: "ვეცდები ტვინით ვითამაშო"

29-06-2019, 15:50

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ლუკა იოვიჩმა პრესასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"მიყვარს ჭკვიანი ფეხბურთელები და მეც ვცდილობ, მაქსიმალურად ტვინით ვითამაშო."

"როდესაც 15 წლის ვიყავი, ვეთამაშებოდი 18 წლის ფეხბურთელებს, რომლებსაც სეზონში 40 და მეტი გოლი გაჰქონდათ, თუმცა, ჩემი ფიზიკური კონდინციები ძალიან დამეხმარა."

"ახლა, როდესაც გავიზარდე მივხვდი, რომ მე უფრო მეტად ტვინით უნდა ვითამაშო, რადგან, 90 წუთის მანძილზე რთულია მუდმივად ბრძოლა."

"კოვაჩის დიდი მადლიერი ვარ. ის დამეხმარა გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი და ასევე როგორც პიროვნება."

"ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები. წინ დიდი გამოწვევები მაქვს და ვეცდები, რომ ყველაფერს თავი იდეალურად გავართვა." - აცხადებს იოვიჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით