სპინაზოლა "რომას" ფეხბურთელია

29-06-2019, 16:03

ტურინის "იუვენტუსის" მცველი, ლეონარდო სპინაზოლა კარიერას "რომაში" გააგრძელებს.

26 წლის ფეხბურთელი დღეს იტალიის დედაქალაქში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "ბებერი სინიორა" ტრანსფერის სანაცვლოდ ლუკა პელეგრინის და დამატებით კიდევ 10 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სპინაზოლა "იუვენტუსის" აღზრდილია, თუმცა, გასულ სეზონამდე იგი მუდმივად იჯარის წესით ჰყავდათ განათხოვრებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით