მბაპე ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს

29-06-2019, 21:44

როგორც ჩანს, ფრანგული "პსჟს" ლიდერმა, კილიან მბაპემ საბოლოოდ გადაწყვიტა კლუბის დატოვება.

ესპანური გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით, პარიზელებმა 20 წლის ფორვარდს ახალი კონტრაქტის პირობები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ის გუნდში კიდევ 5 წლით უნდა დარჩენილიყო.

წყაროს ცნობით, მბაპემ ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა არ ისურვა. ამის მიზეზი კი კლუბის მიერ წარუმატებელი გამოსვლაა ევროტურნირებზე.

როგორც ცნობილია, მბაპეს "პსჟს" დატოვება მიმდინარე ზაფხულშივე სურს. იგი მზადაა მადრიდის "რეალში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის შემცირებასაც დათანხმდეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით