ოფიციალურად: დავითაშვილი "რუბინის" ფეხბურთელია

29-06-2019, 21:59

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ზურიკო დავითაშვილი კარიერას ყაზანის "რუბინში" გააგრძელებს.

რუსული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 18 წლის ფეხბურთელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

დავითაშვილი უკანასკნელად თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა და 18 მატჩში 2 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი თავის ახალ კლუბში 11-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით