საკი: "სარის "იუვეში" პრობლემები ექნება"

29-06-2019, 23:21

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ La Gazzetta dello Sport-ის წარმომადგენლებთან  საუბრისას კომენტარი მაურიციო სარის ტურინის "იუვენტუსში" დანიშვნის შესახებ გააკეთა.

"სავარაუდოდ, სარის "იუვეში" პრობლემები ექნება, რადგან მას უყვარს სიახლეები, თუმცა ამ სიახლეებს ფეხბურთელები ხშირად არ ეთანხმებიან".

"ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მისი დანიშვნა ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. როდესაც მწვრთნელად მას ნიშნავ, ეს ნიშნავს, რომ მოგება გინდა, თანაც ლამაზად", - განაცხადა საკიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით