"იუვენტუსმა" ადრიენ რაბიოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია !

30-06-2019, 01:54

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსმა", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს ტრანსფერის თაობაზე, შეთანხმებას მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელი იტალიურ გრანდს, 15 ივლისს, მისი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, უფასოდ შეუერთდება.

ცნობების მიხედვით, "იუვენტუსისთვის" საქმის ასე გამარტივების გამო, რაბიო სავარაუდოდ საკმაოდ დიდ კვირეულ ანაზღაურებას მიიღებს 250 000 ევროს სახით.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით