"მანჩესტერ იუნაიტედი" ივან რაკიტიჩს მიუბრუნდა !

30-06-2019, 01:57

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი", კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გადაბირებას, კიდევ ერთხელ ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისურ გრანდს სურს 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი, 31.4 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ შეათანხმოს.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანა" რაკიტიჩს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს, თუ მისი კონტრაქტის ამჟამინდელ გამოსასყიდ თანხას, ანუ 50 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით