გარეთ ბეილი "რეალიდან" წასვლას არ აპირებს !

30-06-2019, 02:00

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" უელსელმა თავდამსხმელმა, გარეთ ბეილმა, მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის შემტევი რამდენიმე დღის წინ კლუბის მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს დაუკავშირდა და მისი პრე-სეზონის შემადგენლობაში შეყვანა სთხოვა.

ცნობების მიხედვით, ბეილი არ აპირებს მის კარიერაში უდიდესს გამოწვევას გაექცეს, ამიტომაც ის "რეალში" დარჩება და მომდევნო სეზონში, ძირითადი 11-ეულის ადგილისთვის განაგრძობს ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი, მისი კონტრაქტის ამოწურვამდე, ანაზღაურების სახით, "ლოს ბლანკოსისგან" 100 მილიონ ევროს მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით