ხამეს როდრიგესი მადრიდის "ატლეტიკოს" უახლოვდება !

30-06-2019, 02:03

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" მფლობელობაში მყოფი კოლუმბიელი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, "ატლეტიკოში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კოპა ამერიკის" ტურნირიდან ნაადრევად გამოვარდნის შემდეგ, 27 წლის ფეხბურთელმა "ნაპოლიში" გადაბარგების შესახებ აზრი შეიცვალა და დაცდა გადაწყვიტა.

ცნობების მიხედვით, "როხი ბლანკოს" თავკაცი, არგენტინელი დიეგო სიმეონე, როდრიგესს გუნდის "გასაღებს" დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, გასული 2 სეზონი, იჯარის წესით, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით