"ბარსელონას" ანტუან გრიზმანის ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა !

30-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას", მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი ვარსკვლავის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერში ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის თავდამსხმელის გადაბირებაში "ბლაუგრანას" მისი "დაუძინებელი მტერი", მადრიდის "რეალი" შეეცილება.

ცნობების მიხედვით, მადრიდული გრანდების პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გრიზმანის გასხვისების შესახებ, რამდენიმე დღის წინ, წარმატებით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შემტევმა, "როხი ბლანკოს" დატოვების გადაწყვეტილება, გასული სეზონის დასრულების შემდეგ გაასაჯაროვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით