სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისთვის "იუვენტუსი" და "პსჟ" იბრძოლებენ !

30-06-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "ლაციოს" სერბ ნახევარმცველს, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ორი მთავარი მსურველი ეყოლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელის გადაბირებისთვის, ტურინის "იუვენტუსი" და ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" იბრძოლებენ.

ცნობების მიხედვით, უპირატესობას ამჟამად პარიზული გრანდი ფლობს, რომელმაც მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ, "ლაციოს" უკვე გაუგზავნა 70 მილიონიანი შეთავაზება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, გასული სეზონის სერია ა-ში, 6 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით