"რეალმა" დონი ვან დე ბეეკზე უარი თქვა !

30-06-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალმა", ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელი ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერზე უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურმა და ჰოლანდიურმა გრანდებმა შეთანხმება, 22 წლის ფეხბურთელის ღირებულებაზე ვერ მოახერხეს.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსი" ვან დე ბეეკის შეძენას 50 მილიონ ევროდ სცდილობდა, მაშინ როდესაც "აიაქსი" მოთამაშის სანაცვლოდ, 75 მილიონს ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მადრიდული კლუბი ახლა დიდი ალბათობით კვლავ პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ტრანსფერს მიუბრუნდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით