6 გოლი 4 თამაშში - ვაკო შეუჩერებელია (ვიდეო)

30-06-2019, 14:00

დღეს MLS-ის მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "სან ხოსემ" ლოს ანჯელეს "გალაქსის" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 სძლია.

მასპინძელთა მხრიდან კიდევ ერთხელ შეძლო თავის გამოჩენა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა, ვაკო ყაზაიშვილმა.

26 წლის ნახევარმცველმა მე-11 წუთზე შეძლო შორეული დარტყმით ანგარიშის გახსნა, 82-ე წუთზე კი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ეს ვაკოსთვის რიგით მე-6 გოლი გახლავთ ბოლო 4 შეხვედრაში.

როგორც ვაკომ, ასევე გურამ კაშიამაც ხსენებულ შეხვედრაში სრული, 90 წუთი გაატარეს მინდორზე.
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით