გაბრიელ ჟესუსი: "აგუეროს გაკვეთილებს მის წინააღმდეგ გამოვიყენებ"

30-06-2019, 19:55

სამშაბათს კოპა ამერიკას 1/4 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება.

"სელესაოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გაბრიელ ჟესუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას აგუეროსთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"სიტიში თავდაპირველად ცუდი დრო მქონდა, თუმცა, ოჯახისა და გარშემომყოფების დახმარებით მე შევძელი ამ ეტაპის დაძლევა."

"აგუეროსგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გუნდში მოსვლის შემდგომ დამეხმარა."

"თუმცა, სანაკრებო დონეზე ჩვენ "მტრები" ვართ. შესაბამისად, მე ვეცდები მისი გაკვეთილები არგენტინის წინააღმდეგ გამოვიყენო." - აცხადებს ჟესუსი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით