გვარდიოლა: "სუპერ ლიგა შიდა ჩემპიონატებს მოკლავს"

30-06-2019, 20:00

მანჩესტერ "სიტის" დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეას ეწინააღმდეგება.

"თუ ეს მოხდება, შიდა ჩემპიონატები უბრალოდ მოკვდება. "რეალი" და "ბარსელონა" თუ სუპერ ლიგაზე გადაერთვებიან, ვისღა დააინტერესებს ესპანეთის ლიგა?"

"ინგლისში ფეხბურთი სხვა დონეზეა. აქ მე-4 ლიგის მატჩებშიც კი სტადიონები სავსეა. ვფიქრობ, ლოკალური ფეხბურთის სიკვდილს აქ არავინ დაუშვებს." - აცხადებს პეპი.

შეგახსენებთ, რომ ახალი სუპერ ლიგის შექმნას UEFA 2023 წლიდან გეგმავდა, თუმცა, მას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და შესაძლოა, ვერ განხორციელდეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით