"ტოტენჰემი" ერიქსენს 70 მილიონად დათმობს

30-06-2019, 20:13

როგორც ჩანს, ლონდონის "ტოტენჰემმა" კრისტიან ერიქსენის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "დეზები" დანიელ ნახევარმცველს 70 მილიონ ევროდ აფასებენ.

მოგეხსენებათ, 27 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მომავალი სეზონის დასრულების შემდგომ ეწურება. შესაბამისად, ინგლისელებს მისი უფასოდ გაშვება არ სურთ.

წყაროს ცნობით, "ტოტენჰემმა" ერიქსენი უკვე შესთავაზა მადრიდის "რეალს" და ახლა ჯერი ესპანურ გრანდზეა. თუ "თეთრები" ამ წინადადებას დათანხმდებიან, მაშინ, კრისტიანი კარიერას ესპანეთის დედაქალაქში გააგრძელებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით