დონი: "ალისონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა"

30-06-2019, 20:17

"რომას" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე, დონი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე ალისონი მსოფლიოს საუკეთესო კიპერია.

"როდესაც ის პირველად ვნახე, მაშინვე ვურჩიე "ლივერპულის" მეკარეების მწვრთნელს მისი შეძენა."

"მე მას განვუმარტე, რომ ალისონი ძალიან ნიჭიერი მეკარეა, რომელიც მალე ეროვნულ გუნდში ითამაშებდა."

"გაოცებული ვარ, რამდენად სწრაფად პროგრესირებს იგი. ვფიქრობ, დღეს-დღეისობით ის უკვე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა." - აცხადებს დონი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით