ვან დიკი: "სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ ჩემს მოტყუებას"

30-06-2019, 20:21

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ლიდერმა, ვირჯილ ვან დიკმა თავის უპირატესობებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ერთი-ერთზე თამაშის დროს მართლაც მაქვს გარკვეული უპირატესობები, რაც ქუჩის ფეხბურთის დამსახურებაა."

"ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი 5-5_ზე, რა დროსაც შეტევაში ყოფნაც მიწევდა. შესაბამისად, მე ვფიქრობ როგორც ფორვარდი და ვხვდები, თუ როგორ მოიქცევა შემტევი სხვადასხვა სიტუაციაში."

"რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის. მაგრამ, ვფიქრობ, რომ თუ გსურს კარგი მცველი გამოხვიდე, ქუჩის ფეხბურთშიც ძლიერი უნდა იყო." - აცხადებს ვან დიკი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით