გვარდიოლა: "არამგონია ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნების შემდეგ ისეთივე იყოს"

30-06-2019, 20:37

"მანჩსტერ სიტის" მთავარი მწვრთნელ პეპ გვარდიოლა ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

"ნეიმარი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ, არ ვიცი...იქნება ყველაფერი ისევ ისე, როგორც ადრე იყო? პირადად მე უკვე ის აღარ ვარ, ვინც ადრე ვიყავი, ამიტომ, არ ვიცი, როგორი იქნება ნეიმარი".

"თუმცა, ერთის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია - ის ძალიან კარგი მოთამაშეა და ამაში ეჭვი არავის არ ეპარება", - გვარდიოლას სიტყვებს A bola ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით