რაშფორდის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

30-06-2019, 21:02

როგორც გავლენიანი სპორტული გამოცემა Espn იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი" და მარკუს რაშფორდი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

წყაროს ცნობით, ახალი ხელშეკრულების თანახმად, თავდამსხმელის ხელფასი კვირაში 200 ათასი ფუნტი (223 ათასი ევრო) იქნება.

მოგახსენებთ, მანჩესტერულ კლუბში ყველაზე მაღალ ხელფასს ალექსის სანჩესი იღებს, ყოველკვირეულად "წითელი ეშმაკები" ჩილელს 391 ათას ფუნტს (436 ათასი ევრო) უხდიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით