გვარდიოლა: "ბარსელონაში" არასოდეს დავბრუნდები"

30-06-2019, 22:58

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისის პრემიერლიგასი მუშაობა ძალიან მოსწონს და ესპანეთში ან გერმანიაში დაბრუნებას არ აპირებს.

"ჩემი სამუშაოს შესასრულებლად ყველაფერი მაქვს. არც "ბარსელონაში" და არც გერმანიაში არ დავბრუნდები. სხვაგან სად მექნება ისეთ შესანიშნავ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა, როგორიც პრემიერლიგაში მაქვს?!",– აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი "მანჩესტერ სიტის" 2016 წლის ზაფხულიდან თავკაცობს. ის გუნდთან ერთად პრემიერლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით