ოფიციალურად: მანოლასი "ნაპოლის" ფეხბურთელია

1-07-2019, 01:09

"რომასა" და საბერძნეთის ნაკრების მცველი, კოსტას მანოლასი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

რომაული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კლუბი 36 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ცნობილია, მანოლასი "ნაპოლისთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ხელფასის სახით კი ის ყოველწლიურად 6 მილიონს ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბერძენი მცველი "რომას" ღირსებას 2014 წლიდან იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით