"რეალი" მარკო ასენსიოს, სადიო მანეს ტრანსფერში ჩართავს !

1-07-2019, 02:02

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", მერსესაიდული "ლივერპულის" სენეგალელი თავდამსხმელის, სადიო მანეს ტრანსფერისთვის, მზადაა მარკო ასენსიო გაასხვისოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იურგენ კლოპის ერთ-ერთი ულტიმატუმი 27 წლის ვარსკვლავის გადაბირების საქმეში, სწორედ ესპანელი შემტევის გაცვლაში ჩართვა იყო.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსი" მანეს სანაცვლოდ ამასთან ერთად, 75 მილიონი გირვანქას გამეტებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, გასული სეზონის პრემიერ ლიგის გათამაშება, 22 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით