დავიდ სილვა "მანჩესტერ სიტის" კაპიტანი გახდება

1-07-2019, 02:07

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" ესპანელი ნახევარმცველი, დავიდ სილვა, მომდევნო სეზონიდან კლუბის კაპიტანი გახდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვინსენტ კომპანის "ანდერლეხტში" გადაბარგების შემდეგ, მანჩესტერელთა მოთამაშეების უმრავლესობამ, ლიდერის "ვაკანტურ ადგილზე" მხარი, სწორედ სილვას დაუჭირა.

ცნობების მიხედვით, 34 წლის ფეხბურთელის სათადარიგოზე ყოფნის პერიოდში, სამკლაურს არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშისთვის, 2019/20 წლების სეზონი, "ქალაქელთა" რიგებში უკანასკნელი იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით