"მანჩესტერ იუნაიტედი" ანტუან გრიზმანს უახლოვდება !

1-07-2019, 02:18

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი მზადაა ნებისმიერ კონკურენტზე მეტი თანხა, კერძოდ კი 135 მილიონი ევრო გაიმეტოს ფეხბურთელის სანაცვლოდ.

ცნობების მიხედვით, "იუნაიტედი" გრიზმანს კვირეული ანაზღაურების სახით, 350 000 გირვანქას შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით