პოლ პოგბა "იუვენტუსს" უახლოვდება !

1-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელი მის კარიერაში ახალ გამოწვევებს ეძებს და ერთ-ერთი მათგანი, ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაუფლებაა, რომლის შანსიც მისი აზრით, "იუნაიტედში" უახლოესს მომავალში არ ექნება.

ცნობების მიხედვით, იტალიური გრანდი მზადაა შუახაზელის სანაცვლოდ, 95 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით