ლეონარდო ბონუჩი "პარი სენ-ჟერმენს" უახლოვდება !

1-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" იტალიელი ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერს უახლოდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გრანდი მზადაა 32 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 55 მილიონი ევრო გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, "პსჟ" მცველს ამასთან ერთად, გაზრდილ ანაზღაურებას, კერძოდ კი წელიწადში 7 მილიონს, ანუ კვირაში დაახლოებით 135 000 ევროს ჰპირდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, იტალიური "რომაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით