"იუვენტუსი" მატეის დე ლიხტის ტრანსფერის გაოფიციალურებისთვის ემზადება !

1-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი", ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველისა და კაპიტნის, მატეის დე ლიხტის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიურმა გრანდმა მოთამაშესთან მოლაპარაკებები უკვე დაასრულდა და ახლა ჯერი მხოლოდ ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობის გუნდის დარწმუნებაზეა.

ცნობების მიხედვით, სერია ა-ს ჩემპიონები დე ლიხტის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს იმეტებენ.

შეგახსენებთ, რომ თუ წყაროს ვენდობით, მაშინ 19 წლის ფეხბურთელის გადაბირების საქმე, მომავალ საათებში გაოფიციალურდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით