ოფიციალურად: გოდინი "ინტერის" ფეხბურთელია

1-07-2019, 15:38

მადრიდის "ატლეტიკოს" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, დიეგო გოდინი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

ფეხბურთელი "ნერაძურის" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მილანური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 33 წლის მცველის ყოველწლიური ანაზღაურება 6.75 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გოდინიმ "როხიბლანკოს" რიგებში 9 სეზონი გაატარა, რა დროშიც მან ლა ლიგის, ორჯერ ევროპის სუპერთასისა და ორჯერ ევროპის ლიგის მოგება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით