"ტოტენჰემმა" ნდომბელესთან შეთანხმებას მიაღწია

1-07-2019, 15:51

ბრიტანული გამოცემა The Standard-ის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი გაჩარხა.

"დეზები" სარეკორდო თანხის, 62 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლიონის "ოლიმპიკის" ნახევარმცველს, ტანგე ნდომბელეს დაიმატებენ.

წყაროს ცნობით, კლუბებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ახლა მხოლოდ ფეხბურთელის კონტრაქტის დეტალებია დასაზუსტებელი.

შეგახსენებთ, რომ ნდომბელე "ტოტენჰემისთვის" ბოლო 18 თვის განმავლობაში პირველი ტრანსფერია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით