"ჩელსის" ზაფხულში ოთხი ფეხბურთელი დატოვებს

1-07-2019, 15:04

როგორც ჩანს, მიმდინარე ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" რიგებში სერიოზული ცვლილებები იგეგმება.

ბრიტანული გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, "არისტოკრატებს" სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი დატოვებს.

პირველ რიგში ეს გახლავთ გარი კეჰილი. ვეტერანმა მცველმა ლონდონში რვა სეზონი გაატარა. "ჩელსი" კი ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს და შესაბამისად, მას ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

გარდა ამისა, დიდი ალბათობით, "ლურჯებს" გონსალო იგუაინიც დატოვებს, რომელიც ამჟამად იჯარითაა. ის სავარაუდოდ ტურინში დაბრუნდება.

და ბოლოს, "ჩელსის" რობ გრინსა და კაილი სკოტსაც ემშვიდობება. 39 წლის მეკარე სავარაუდოდ პენსიაზე გავა, რაც შეეხება ახალგაზრდა ნახევარმცველს, მას ჩემპიონშიფის რომელიმე გუნდში ვიხილავთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით