"ინტერს" ახალი შემტევი ჰყავს

1-07-2019, 17:37

იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერმა" ავსტრიელი გარემარბი ვალენტინო ლაზარო დაიმატა.

23 წლის შემტევის ტრანსფერი მილანურ გუნდს 22 მილიონი ევრო + ბონუსები დაუჯდა.

ფეხბურთელმა გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში ლაზარომ "ჰერტას" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით