ხავიერ ტებასი: "უმჯობესია თუ ნეიმარი არ დაბრუნდება"

1-07-2019, 21:31

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასიმ მედიის წარმომადგენლებთან ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მირჩევნია, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" არ დაბრუნდეს. ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ საუკეთესო ფეხბურთელები გადმოვიდნენ, მაგრამ ნეიმარი სხვა საქმეა. საქმე ის არის, რომ ეს ცუდი მაგალითი იქნება ყველასთვის".

"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ლა ლიგაში მნიშვნელოვანი ღირებულებები შევინარჩუნოთ და არ გვინდა, რომ რამემ საერთო სურათი რადიკალურად შეცვალოს".

"თუ ფეხბურთელი მოედნის გარეთ ცუდად იქცევა, ეს აუცილებლად ახდენს გავლენას ტურნირის იმიჯზე. მირჩევნია, რომ ის არ დაბრუნდეს, რადგანაც ეს ცუდი მაგალითი იქნება", – განაცხადა ტებასიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით