112 მილიონი ევრო მზადაა - ბარსელონა სუპერ ტრანსფერს ამზადებს

2-07-2019, 00:18

კატალონიის "ბარსელონა" ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" სამიზნე მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესია.

როგორც ჩანს, კატალონიელებს ანტუან გრიზმანის დამატების მოლოდინი აღარ აქვთ და ახლა მათი მთავარი სამიზნე სწორედ 21 წლის ფეხბურთელი იქნება.

წყაროს ცნობით, "ბარსელონა" მზადაა ლაუტაროს სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 112 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნული თანხის 10%-ს კი მოთამაშის ყოფილი კლუბი, "რასინგი" მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით