"არსენალი" "ბარსელონას" შემტევით დაინტერესდა

1-07-2019, 23:00

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევის შეძენით პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დროს "არსენალი" აქტიურად ეცდება, კატალონიელთა რიგებიდან, მალკომი გადმოიბირონ.

როგორც იცით მალკომი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულს "ბორდოდან" გადაბარგდა და კატალონიურ კლუბთან 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ მალკომმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა სადაც 4გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით