ბონუჩის შეძენით გრანდები დაინტერესდნენ

1-07-2019, 22:40

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველის შეძენით მსოფლიო გრანდები დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლეონარდო ბონუჩის შეძენით, "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" ეცდება.

როგორც ცნობილია, ზემოთ ხსენებული გუნდები უახლოეს პერიოდში მიმართავენ ტურინულ კლუბს იტალიელი მცველის თაობაზე.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ლეონარდო ბონუჩის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით