მარკუს რაშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

2-07-2019, 01:49

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, კლუბთან ერთად კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ფეხბურთელი მანჩესტერული გრანდის რიგებში, კიდევ მინიმუმ 4 წლით, ანუ 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, რაშფორდი ამ პერიოდის განმავლობაში კვირეული ანაზღაურების სახით, 250 000 გირვანქას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით