ხავიერ ტებასი: "უმჯობესი იქნება თუ ნეიმარ ჟუნიორი "ბარსელონაში" არ დაბრუნდება"

2-07-2019, 02:00

ლა ლიგის პრეზიდენტი, ესპანელი ხავიერ ტებასი, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ ვარსკვლავზე, ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს:

"დიახ, ჩვენი მიზანია ესპანეთის ჩემპიონატში ყოველთვის უმაღლესი დონის ფეხბურთელებმა იასპარეზონ, თუმცა ამასთან ერთად, არ გვსურს რომელიმე მათგანმა ამ გათამაშების იმიჯი დააზიანოს."

"უმჯობესი იქნება თუ ნეიმარი "ბარსელონაში" არ დაბრუნდება, დღევანდელი წესების შესაქმნელად ბევრი ვიბრძოლეთ და კარგი იქნება თუ მათი დამრღვევების სია არ გაიზრდება."

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, ზემოთ ხსენებული 27 წლის თავდამსხმელის "ბლაუგრანაში" ტრანსფერი, მომავალ დღეებში გაოფიციალურდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით