ნეიმარი "პსჟ-ში" პრე-სეზონისთვის დაბრუნებას არ გეგმავს !

2-07-2019, 02:03

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა, მის გუნდს ახალი თავსატეხი გაუჩინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის თავდამსხმელი არ აპირებს არდადეგები შეიმოკლოს და პრე-სეზონისთვის, ლიგა 1-ის ჩემპიონთა ბაზაზე ნაადრევად გამოცხადდეს.

ცნობების მიხედვით, ნეიმარის ამ საქციელის მთავარი მიზანი, მისი "პსჟ" დატოვების დიდხნიანი სურვილია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ყველაზე მეტად, ამჟამად კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით