ტანგაი ნდომბელეს ტრანსფერში "ტოტენჰემს" კონკურენტი გამოუჩნდა !

2-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემს", ფრანგული "ოლიმპიკ ლიონის" ჩამშლელი ნახევარმცველის, ტანგაი ნდომბელეს ტრანსფერში ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიგა 1-ის გუნდთან შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ინგლისურ გრანდს თავად ფეხბურთელთან მოლაპარაკებები ჯერაც არ დაუწყია, რითაც შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ისარგებლოს.

ცნობების მიხედვით, მანჩესტერელთა პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი, 22 წლის შუახაზელს, "ტოტენჰემთან" შედარებით, 2-ჯერ მეტ კვირეულ ანაზღაურებას სთავაზობს 250 000 გირვანქას სახით.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 56 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით