მიუნხენის "ბაიერნი" უსმან დემბელეს უახლოვდება !

2-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნი", კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი თავდამსხმელის, უსმან დემბელეს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიელთა პრეზიდენტი, გერმანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე, მზადაა 22 წლის შემტევის სანაცვლოდ, 100 მილიონი ევრო გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, დემბელეს შესაძენად, ბუნდესლიგის გრანდმა "ლილის" კოტ-დ'ვუარელ ვარსკვლავზე, ნიკოლას პეპეზეც კი უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით