"ბაიერნის" მთავარი სამიზნე ოსმან დემბელე იქნება

2-07-2019, 14:58

მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ოსმან დემბელეს შეძენას შეეცდება.

გამოცემა France Football-ის ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც "რეკორდმაისტერმა" ლეროი სანეს გადაბირება ვერ შეძლო, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ფრანგი ტალანტი იქცა.

მოგეხსენებათ, გუნდი არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ დატოვეს, შესაბამისად, მიუნხენელები მის შემცვლელს ეძებენ.

წყაროს ცნობით, "ბაიერნი" მზადაა დემბელეს სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით