უამრავი ჭორის მიუხედავად, როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" უელსელი გარემარბი, გარეთ ბეილი კლუბში რჩება.
როგორც ფეხბურთელის აგენტმა, ჯონათან ბარეტმა ESPN-თან საუბრისას აღნიშნა, მის კლიენტს ესპანეთის დედაქალაქის დატოვება არ სურს.
"გარეთი მოუთმენლად ელოდება პრე-სეზონის დაწყებას. მას არანაირი ინტერესი არ აქვს კლუბის დატოვების."
"ბეილს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ზიდანს შეუძლია მისი გამოყენება." - აცხადებს ბარეტი.