მჭედლიძე: "ეს ყველაფერი ჩემს გულში დარჩება"

2-07-2019, 17:11

ოფციალური ინფორმაციით, ლევან მჭედლიძემ "ემპოლური" კარიერა დაასრულა.

ფეხბურთელი ყოფილ კლუბს სოციალური ქსელის მეშვეობით გამომშვიდობა.

"არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო და დავამთავრო. ამდენი წლის შემდეგ, ეს მომენტი დადგა, ეს ფეხბურთია".

"მადლობა "ემპოლის"  ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა. ეს ყველაფერი ჩემს გულში დარჩება",- წერს მჭედლიძე.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე "ემპოლის" მთავარ გუნდში 2008 წელს გამოჩნდა. ქართველმა ლეგიონერმა ამ დროში უამრავი ტრავმის მიუხედავად, 152 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლის გატანაც შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით