ლაუტაროს აგენტი: "ილუზიებს ნუ შევიქმნით"

2-07-2019, 15:24

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის აგენტი ბეტო იაკე ფეხბურთელის "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"ლაუტარო შესანიშნავ კოპა ამერიკას ატარებს. ჭორები "ბარსელონასა" და მის შესახებ წავიკითხე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. ეს მხოლოდ ჭორებია", - განაცხადა იაკემ.

შეგახსენებთ, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ "ბარსელონა" მზადაა, ლაუტარო მარტინესში 112 მილიონი ევრო გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით