რაბიო: "იმედი მაქსვ კლუბს რაღაც ღირებულს შევძლებ"

2-07-2019, 15:52

ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა ადრიენ რაბიომ მედიის წარმომადგენლებთან ახალი კლუბის შესახებ კომენტარი გააკეტა.

"პარიზში გატარებული 7 სეზონის შემდეგ სერია ა-ში სათამაშოდ მზად ვარ. ჯერჯერობით სარისთან საუბრის საშუალება არ მქონია, მაგრამ "იუვეში" თითოეულმა ადამიანმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა".

"ბოლო რამდენიმე თვე ჩემთვის რთული იყო, თუმცა ეს უკვე წარსულია და ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ".

"იუვენტუსი" შესანიშნავი გუნდია, დიდი ისტორიითა და ტრადიციებით. ჩემი აზრით, აქ გადმოსვლა წინგადადგმული ნაბიჯია".

"იუვენტუსში" ბევრი დიდი ფრანგი ფეხბურთელი თამაშობდა, იმედი მაქვს, გუნდს რაღაც ღირებულს მეც შევძენ", - განაცხადა რაბიოსმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით